Thumbnail

გამონაკლისი კოკოსთვის! ვუნდერკინდი გაუფი აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კორი გაუფმა US Open-ისთვის უაილდქარდი მიიღო
  • 15 წლის ტალანტმა უიმბლდონის მერვედფინალში ითამაშა

ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი კორი ‘კოკო’ გაუფი აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზებს! 15 წლის ტალანტმა US Open-ისთვის (26 აგვისტო - 8 სექტემბერი) უაილდქარდი მიიღო. ეს ინფორმაცია აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) დაადასტურა.

გაუფისთვის, რომელიც ჩოგბურთის სამყარომ უიმბლდონის ღია პირველობაზე აღმოაჩინა, ეს მეორე დიდი სლემის ტურნირი იქნება.

აღსანიშნავია, რომ WTA-ს წესების მიხედვით, 16 წლამდე ჩოგბურთელებს მხოლოდ სამი უაილდქარდის მიღების უფლება აქვთ. გაუფს ეს ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა, რადგან საფრანგეთის ღია პირველობაზე, უიმბლდონზე და მაიამის ტურნირზე იასპარეზა, მაგრამ აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ კორი გაუფმა, ყველასათვის მოულოდნელად, უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია, სადაც მომავალ გამარჯვებულ სიმონა ჰალეპთან დამარცხდა. მერვედფინალისკენ მიმავალ გზაზე კოკომ დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებული ვენუს უილიამსი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები