Thumbnail

ცინცინატის მასტერსი | ბასილაშვილმა ჰამბურგის ფინალის რემატჩი წააგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6, 4:6, 2:6 ანდრეი რუბლიოვი
  • კიდევ ერთი ტურნირი ამერიკის ღია პირველობამდე

ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში Western & Southern Open დაიწყო, ATP-ის მასტერსის 1 000-იანი სერიის ტურნირი, რომელიც ბოლოსწინა გახურებაა ამერიკის ღია პირველობის წინ.

მე-15 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) პირველ წრეში საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსულ ანდრეი რუბლიოვს (70) შეხვდა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ, ჰამბურგში, ევროპის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა. 

სამწუხაროდ, ამჯერად, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა - 7:6 (7:4), 4:6, 2:6. მატჩი ზუსტად 2 საათს გაგრძელდა, ბასილაშვილი  $6 056 280-იან ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. 

დაძაბულ პირველ სეტში, რომელიც 50 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, ყველაფერი ტაი ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ნიკამ 7:4 მოიგო. მეორე სეტში 4:4-ზე ბასილაშვილმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება და რუსს სეტის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. ბოლო სეტში გადამწყვეტი ნიკას მოწოდება გამოდგა 2:2-ზე, რომელიც ქართველმა დათმო და ამის შემდეგ მას სერიოზული წინააღმდეგობა არც გაუწევია მეტოქისთვის. 

მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს 1 985 ქულა აქვს და მე-17 პოზიციაზეა. 

ახლა 27 წლის ქართველი ამერიკის ქალაქ უინსტონ-სალემში 250-იანი სერიის ტურნირში იასპარეზებს, სადაც მე-2 ნომრად იქნება განთესილი. ეს ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ბოლო რეპეტიცია იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები