Thumbnail
  • 25-31 აგვისტოს ტოკიო ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს
  • ტოკიოში 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს, რომელთაგანაც 6 განთესილია
  • 7-დან 5 წონაში პირველ ნომრად ქართველი ძიუდოისტია, 3 საქართველოს სახელით

25-31 აგვისტოს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე 10 ძიუდოისტით გამოვა, რომელთა შორის 1 ქალია და 9 ვაჟი. 

ვაჟთა შორის წარმომადგენელი ყველა წონაში გვყავს, ხოლო ორ უმჩატესში (60, 66) - ორ-ორი. 
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) უკვე გამოაქვეყნა 889-ვე მონაწილის (152 ქვეყნიდან) ვინაობა. მეტიც, უკვე ცნობილია განთესილების ვინაობაც, IJF ბოლო გრან პრის შემდგომი რეიტინგ-ლისტით სარგებლობს. 

ვარლამ ლიპარტელიანი 100-ში პირველ ნომრად განთესეს

ვაჟთა შორის 537 მონაწილეს შორის 7 წონიდან 3-ში ქართველი ძიუდოისტია პირველ ნომრად განთესილი, კიდევ ორ წონაში კი - ქართული წარმოშობის ძიუდოისტი! 10-დან 6 ქართველი ძიუდოისტი განთესილთა შორისაა, ერთსაც (ჩხვიმიანი) სულ ცოტა დააკლდა აქამდე. ვაჟთა 7 წონიდან მხოლოდ ერთში (81) არ გვეყოლება განთესილი ძიუდოისტი.  

მივყვეთ წონების მიხედვით:

ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი 90-ის ფავორიტია

60 კგ

ამირან პაპინაშვილი (3), ლუხუმ ჩხვიმიანი (9). 78 მონაწილე

ლუხუმ ჩხვიმიანს განთესვამდე ცოტა დააკლდა

განთესილები

1. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
2. ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)
3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
4. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)
5. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
6. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
7. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)
8. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი)

66 კვ

ვაჟა მარგველაშვილი (1), ბაგრატ ნინიაშვილი (19). 96 მონაწილე

განთესილები

1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
2. ჯოშირო მარუიამა (იაპონია)
3. ჰიფუმი აბე (იაპონია)
4. ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)
5. დენის ვიერუ (მოლდოვა)
6. ტალ ფლიკერი (ისრაელი)
7. იერლან სერიკჟანოვი (ყაზახეთი)
8. დანიელ კარნინი (ბრაზილია)

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილი (2). 95 მონაწილე

განთესილები

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3. ტომი მასიასი (შვედეთი)
4. ჰიდაიათ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
5. აკილ გიაკოვა (კოსოვო)
6. არტურ მარგელიდონი (კანადა)
7. ოდბაიარ განბაათარი (მონღოლეთი)
8. ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)

81 კგ

ლუკა მაისურაძე (24). 89 მონაწილე

განთესილები

1. საეიდ მოლაეი (ირანი)
2. საგი მუკი (ისრაელი)
3. ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)
4. მატიას კასე (ბელგია)
5. დომინიკ რესელი (გერმანია)
6. ვედათ ალბაირაკი (თურქეთი)
7. სოტარო ფუჯივარა (იაპონია)
8. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

90 კგ

ბექა ღვინიაშვილი (6). 70 მონაწილე

ბექა ღვინიაშვილმა ნაკრებში ადგილი ბოლოს დაიმკვიდრა

განთესილები

1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
3. ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)
4. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
5. ნემანია მაიდოვი (სერბეთი)
6. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
7. ალეკსანდარ კუკოლი (სერბეთი)
8. დონგან გვაკი (ს. კორეა)

100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანი (1). 66 მონაწილე

განთესილები

1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2. გუჰამ ჩო (კორეა)
3. პეტერ პალტრიკი (ისრაელი)
4. მიხაელ კორელი (ჰოლანდია)
5. ოტგონბაათარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი)
6. რამადან დარვიში (ეგვიპტე)
7. აარონ ვოლფი (იაპონია)
8. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)

+100 კგ

1. გურამ თუშიშვილი (1). 43 მონაწილე

განთესილები

1. გურამ თუშიშვილი (საქართველო)
2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
3. დავი მოურა (ბრაზილია)
4. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)
5. რაფაელ სილვა (ბრაზილია)
6. ორ სასონი (ისრაელი)
7. როი მეიერი (ჰოლანდია)
8. სუნგმინ კიმი (ს. კორეა)

52 კგ (ქალები)

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (34). 59 მონაწილე

რინერის არყოფნაში გურამ თუშიშვილი აშკარა ფავორიტია

განთესილები

1. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
2. უტა აბე (იაპონია)
3. აი შიშიმე (იაპონია)
4. შარლინ ვან სნიკი (ბელგია)
5. ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)
6. მაილინდა კელმენდი (კოსოვო)
7. ეველინ ტჩოპი (შვეიცარია)
8. ანა პერეს ბოქსი (ესპანეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები