Thumbnail

'პირველ მატჩში ცოტა გაგვიმართლა' - გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 14 აგვისტო | ⌚ 20:00 | ⚽ საბურთალო (საქართველო) V არარატ-არმენია (სომხეთი)
  • თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა

საბურთალო ევროპალიგის პლეი ოფში გასასვლელად ემზადება. ამისთვის ბოლო ნაბიჯი გუნდმა 14 აგვისტოს უნდა გადადგას, როდესაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არარატ-არმენიას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი სომხეთში გაიმართა და ქართული გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. თბილისური მატჩის წინ, საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა…

გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)

“გუნდი ხვალინდელი მატჩის მოლოდინშია. ლევან ყენია 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის, მაგრამ მიეცემა გარკვეული დრო და იმედია, რომ ნიჭის ხარჯზე შეძლებს გუნდის დახმარებას. ნიკა სანდოხაძეს ორი კვირა გაუცდა, თუმცა უკეთ არის და უახლოეს მომავალში მოედანს დაუბრუნდება. რაც შეეხება ვაგნერს - მას მცირე ტრავმა აწუხებს და ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა არარატ-არმენიასთან საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას.

ერევნულ გუნდს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა პირველ შეხვედრაში ცოტა გაგვიმართლა და თან, მეტოქე ფეხბურთელებს შეუთამაშებლობა ეტყობოდათ. ვფიქრობ, მეტოქე შემოგვიტევს და შეეცდება რომ თავისი თამაში მოგვახვიოს თავს. ამისთვის მზად ვართ! ვეცდებით, ბურთი ვაკონტროლოთ და არა სხვაობის შესანარჩუნებლად, არამედ მოსაგებად ვითამაშოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები