Thumbnail
  • ფახთაქორის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
  • ქართული ფეხბურთის ლეგენდები ტაშკენტში

40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტაშკენტის ფახთაქორის ფეხბურთელები ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. უზბეკეთის დედაქალაქში დაღუპულებს პატივი მიაგეს და ვეტერანი ფეხბურთელების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გამართეს.

ტაშკენტის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღეს: ოთარ გაბელიამ, ვლადიმერ გუცაევმა და ალექსანდრე ჩივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის ფახთაქორს ახლა შოთა არველაძე წვრთნის, მისი ასისტენტი კი ასევე ქართველი გოჩა ტყებუჩავაა. კლუბის მენეჯმენტში მუშაობს არჩილ არველაძე. ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს ტაშკენტში არველაძეები დახვდნენ და მასპინძლობა გაუწიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები