- კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა
- რით განსხვავდება პორტუგალიელი არგენტინელისგან
იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ DAZN-თან დოკუმენტური ფილმისთვის ლიონელ მესიზე ისაუბრა.
კითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და არგენტინელს შორის, პორტუგალიელმა ასე უპასუხა: “მესისა და ჩემს შორის ის განსხვავებაა, რომ მე სხვადასხვა კლუბებში ვითამაშე და ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა კლუბებთან ერთად მოვიგე. ზედიზედ 6 სეზონი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. რამდენ ფეხბურთელს აქვს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოგებული? ბევრს არა! სწორედ ამიტომ ვაიგივებ საკუთარ თავს ამ ტურნირთან.”
რონალდომ მესი შეაქო: “ლიონელ მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს მხოლოდ ოქროს ბურთების გამო კი არა, არამედ იმიტომ დაამახსოვრდებათ, რომ, როგორც მე, წლიდან წლამდე პროგრესირებდა.”
📌 შეგახსენებთ, რომ 34 წლის რონალდომ ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად 2008 წელს მოიგო, მერე კი, რეალთან ერთად 4-ჯერ, 2016-დან 2018 წლის ჩათვლით კი ზედიზედ სამჯერ. კრიშტიანოს 5 ოქროს ბურთი აქვს.
📌 32 წლის მესიმ მთელი კარიერა ბარსელონაში გაატარა და ასევე 5 ოქროს ბურთი აქვს, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ მოიგო.
კომენტარები