Thumbnail
  • ივან პერიშიჩის შემდეგ, ბაიერნი ფილიპე კოუტინიოს უმიზნებს
  • მიუნხენელებსა და კატალონიელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ბაიერნი ივან პერიშიჩის იჯარით აყვანას მალე ოფიციალურად დაადასტურებს, მაგრამ მიუნხენური გრანდის ტრანსფერები ამით არ მთავრდება. გერმანული და ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, რეკორდმაისტერი კიდევ მინიმუმ ერთი ტოპ-ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს. ბაიერნის მთავარი სამიზნე ბარსელონას შემტევი ფილიპე კოუტინიოა.

ბავარიელები 27 წლის ბრაზილიელის განათხოვრების წესით აყვანაზე ფიქრობენ. ესპანური მედია წერს, რომ საკმარისია, გერმანულმა გრანდმა კოუტინიოს ხელფასი გადაიბაროს, რომ ბარსა იჯარისთვის ფულს აღარ მოითხოვს. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 11 მილიონი ევროა.

ბარსელონას კოუტინიო არ სჭირდება. კატალონიური გრანდისთვის მთავარია, რომ მისთვის ხელფასის გადახდა არ მოუწიიოს. შესაძლოა, ბაიერნმა კოუტინიოს საბოლოო გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღოს - როგორც ეს ხამეს როდრიგესის შემთხვევაში იყო, რომელიც ახლა რეალში დაბრუნდა. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ბარსელონას ურჩევნია, კოუტინიო ნეიმარის შესაძლო ტრანსფერში ჩართოს, თუმცა პარი სენ-ჟერმენს სხვა გეგმები აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მილანის ინტერის გარემარბმა ივან პერიშიჩმა ბაიერნში სამედიცინო შემოწმება გაიარა და რეკორდმაისტერი მის გადაბირებას მალე დაადასტურებს. ინტერი ხორვატის იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს. ბაიერნს გაისად მისი გამოსყიდვა 20 მილიონად შეეძლება.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები