Thumbnail
  • ხოსე ლუის ბრაუნი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
  • მას 1986 წლის მუნდიალის ფინალში გოლი აქვს გატანილი

საფეხბურთო არგენტინა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ხოსე ლუის ბრაუნის გარდაცვალებას გლოვობს. 62 წლის ბრაუნი, რომელმაც 1986 წლის მუნდიალის მოგებულ ფინალში, ტონი შუმახერის შეცდომით ისარგებლა და გერმანიასთან ანგარიში გახსნა, ორშაბათს, ლა პლატას კლინიკაში გარდაიცვალა. ყოფილ ცენტრალურ მცველს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა და დეკემბრის შემდეგ მას კლინიკაში მკურნალობდნენ.

ბრაუნმა არგენტინის ნაკრებში სულ 36 მატჩი ჩაატარა. საკლუბო დონეზე მას 1983 წელს, ესტუდიანტესთან ერთად, არგენტინის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული. ლა პლატურ კლუბში მას 291 მატჩი აქვს ჩატარებული. ბრაუნი ევროპაში ბრესტის და რეალ მურსიას ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები