Thumbnail

დიდი 10 - სასტიკი ჩხუბი ხარებისა და არმაზის მატჩში

  • ხარები - არმაზი 17:22.
  • დაპირისპირება მორაგბეებს შორის.
  • მომენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.

დიდი 10-ის მე-12 ტურში რუსთავი ხარებმა არმაზს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 22:17 დასრულდა. მატჩის ბოლოს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მოედანზე ხელჩართული ჩხუბი ატყდა. რეფერიმ არმაზელი ოთარ მინაშვილი სინბინით, ხოლო რუსთაველი გურამ ქანდაურაშვილი წითელი ბარათით დასაჯა. ამ ეპიზოდს მოგვიანებით სადისციპლინო კომისია განიხილავს.

არმაზი ჩემპიონატში 19-ქულით მერვე ადგილს იკავებს, ხარები 24-ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები