Thumbnail
  • ვესლი სნეიდერმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
  • ჰოლანდიელი ფეხბურთელი ბოლოს ყატარში თამაშობდა

ვესლი სნეიდერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა - ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კლუბ უტრეხტის ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერას ასრულებს.

'მსურს მშობლიურ ქალაქში ვიცხოვრო. ამ ქალაქთან ბევრი მოგონება მაკავშირებს და მინდა, რომ ის ლამაზი ისტორიები, რაც კარიერის განმავლობაში გადამხდა, სწორედ ამ ქალაქში გავიხსენო.'

სნეიდერმა 2002 წელს აიაქსის აკადემია დაამთავრა და ძირითა გუნდში აღმოჩნდა, რის შემდეგაც აიაქსში 5 წელი ითამაშა. ვესლიმ კარიერა რეალში განაგრძო, სადაც ლა ლიგის მოგება მოახერხა, ხოლო ინტერთან ერთად სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგა დაეუფლა. მისი ბოლო ევროპული კლუბი ნიცა იყო, ხოლო კარიერის ბოლო წლები ყატარულ ალ ღარაფაში გაატარა.

ვესლი სნეიდერმა 2010 წელს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. მან იმ მუნდიალზე 5 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ, ნარინჯისფერებთან ერთად ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ჰოლანდიელთა ბრწყინვალე თაობა ნელ-ნელა ასრულებს საფეხბურთო კარიერას: რობინ ვან პერსისა და არიენ რობენს, უკვე ვესლი სნეიდერიც შეუერთდა.

Happy Birthday, Wesley Sneijder!

Happy Birthday, Wesley Sneijder! 🎂 The midfield maestro competed in three World Cups with OnsOranje, as well as being their record cap holder. 2010 🥈 2014 🥉

Posted by FIFA World Cup on შაბათი, 08 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები