Thumbnail

ქართველები რუსების წინააღმდეგ - 2 მედლის შანსი მსოფლიოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტალინში თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • 5 ქართველი მოჭიდავიდან მედლისთვის მხოლოდ 2 იბრძვის

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაიწყო. ტურნირი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს. პირველ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე გავიდა, საიდანაც მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ 2 მოჭიდავე აგრძელებს.

გიორგი გეგელაშვილი (57კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მას რეპეშაჟში ინდოელი ვიაი ბაჯირაო ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, გეგელაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რუს ახმედ იდრისს შეხვდება.

ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. მან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში უნგრელ მილან მესტერს 2:1 მოუგო. ბაგრატი ფინალში რუს ამხად ტაშუხაძიევს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები