Thumbnail
  • ილინოისის უნივერსიტეტმა იტალიური ტურნე 3-1 ბალანსით დაასრულა
  • გიორგი ბეჟანიშვილის 10 ქულა და 5 მოხსნა

NCAA-ს კლუბმა ილინოისის უნივერსიტეტმა იტალიური ტურნე რომში დაასრულა - ბოლო მატჩი აქამდე დაუმარცხებელმა ამერიკელებმა ჰოლანდიის B ნაკრებთან წააგეს - 72:82. 

ილინოისი ბოლო მეოთხედში გამოცოცხლდა, მაგრამ ჩამორჩენა ვერ ამოქაჩა - წაგებულთა რიგებში საუკეთესო აიო დოსუნმუ იყო 27 ქულით. ცუდად არც გიორგი ბეჟანიშვილს უთამაშია, მის ანგარიშზე 10 ქულაა. 

გიორგი რომში

ტურნეს ბოლო სამ დღეს ილინოისის უნივერსიტეტის კალათბურთელები რომისა და ვატიკანის დათვალიერებაში ატარებენ, შემდეგ კი ამერიკას დაუბრუნდებიან.

ბეჟანიშვილმა 30 წუთი ითამაშა და 10 ქულას 5 მოხსნაც დაუმატა, თუმცა ბურთიც 5-ჯერ დაკარგა. წინა თამაშებში ქართველი ცენტრი გაცილებით პროდუქტიული იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები