Thumbnail

ტრანსფერები | ნაპოლი მექსიკის ნაკრების გარემარბში 42 მილიონ ევროს იხდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანჩელოტის გუნდი სეზონის წინ პსვ-ის ფეხბურთელით ძლიერდება
  • ნეაპოლელებმა ირვინ ლოსანოს ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმეს 

ნაპოლი პსვ ეინდჰოვენის გარემარბით, ირვინ ლოსანოთი გაძლიერებას აპირებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი ჰოლანდიიდან სერია A-ს კლუბში 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება.

როგორც ირკვევა, ნაპოლის მექსიკელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებლი აქვსუ. ნეაპოლში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში, ლოსანო 43 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ცნობილია, ფორვარდის აგენტის, მინო რაიოლას საკომისიოს ოდენობაც - ის 5 მილიონ ევროს მიიღებს.

გარიგების დასრულებამდე, მხოლოდ ირვინ ლოსანოს სამედიცინო შემოწმების გავლა რჩება.

ანჩელოტი ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგებას მეორე სეზონში შეეცდება

ირვინ ლოსანო პსვ ეინდჰოვენში 2017 წლის ზაფხულში, პაჩუკიდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის თანხამ 8 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში 24 წლის მექსიკელმა ჰოლანდიის ერედივიზიეს 30 მატჩში ითამაშა (ყველა ძირითადში) და 17 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოირჩა.

იტალიის ვიცე-ჩემპიონი სერია A-ს 2019/20 წლების სეზონს 24 აგვისტოს დაიწყებს. კარლო ანჩელოტის გუნდი სტუმრად ფლორენციაში ფიორენტინას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები