Thumbnail
  • იუვენტუსს ნახევარდაცვის ცენტრში ფეხბურთელები მრავლად ჰყავს
  • ტურინელებს ემრე ჯანის გაშვებით სახელფასო ფონდის შემცირება სურთ

ცნობილია, რომ ტურინის იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელთან გამომშვიდობებას აპირებს. იტალიურ მედიაში კი გამოითქმის ვარაუდი, რომ ამ ზაფხულს მაურიციო სარის გუნდიდან ერთ-ერთი წამსვლელი,  გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი იქნება.

როგორც ირკვევა, იუვენტუსში სახელფასო ფონდის შემცირებაზე ფიქრობენ და საამისოდ, გუნდის ნახევარდაცვის ხაზის ერთ-ერთი მოთამაშის გაშვებას აპირებენ. ტურინელებმა ამ რგოლში შევსება აარონ რემზისა და ადრიენ რაბიოს სახით უკვე მიიღეს და შესაბამისად, გუნდში ცენტრალური ნახევარმცველები მრავლად არიან.

მაურიციო სარის იუვენტუსის რიგები შესათხელებელი აქვს  

მანამდე იუვენტუსთან გამომშვიდობებას სამი ხედირას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ხედირამ მაურიციო სარი თავის საჭიროებაში დაარწმუნა და კლუბი შემადგენლობაში მის შენარჩუნებას აპირებს.

მაურიციო სარის გუნდიდან წასვლის კანდიდატებად ასევე სახელდებიან პაულო დიბალა, მარიო მანჯუკიჩი, მატია პერინი, გონსალო იგუაინი და მარკო პიაცა.

მეტი ამ თემაზე: ‘6 ფეხბურთელი აქ ზედმეტია!’ - სარიმ იუვეს შეფები გააკრიტიკა

ემრე ჯანი, რომელსაც ბაიერნში, ლევერკუზენსა და ლივერპულში უთამაშია, ტურინის იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში აღმოჩნდა, გასულ სეზონში კი 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის 37 მატჩში ითამაშა და 4 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

ტურინის იუვენტუსი ახალ სეზონს 24 აგვისტოს გახსნის, როდესაც სერია A-ს სასტარტო ტურში სტუმრად პარმას ეთამაშება. იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება.

კომენტარები

ბოლო ამბები