Thumbnail

ქალთა ძიუდოს დიდი წარმატება - პირველი ადგილი ევროპის თასზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუმინეთში ძიუდოს ტურნირზე 7 მედალი მოიგო
  • ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) გახდნენ

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. ქართველმა გოგონებმა ტურნირი 6 მედლით დაასრულეს: 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ) მოიპოვეს.

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ვაჟთა ნაკრებიდან შეჯიბრში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი მონაწილეობდა.

2 ოქრო ევროპის თასზე

სოფიო სომხიშვილის და ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებები ევროპის თასის ფინალში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on კვირა, 11 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები