Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და გენტის ფორვარდმა ამ სეზონში პირველად ითამაშა
  • 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მუსკრონთან გაიტანა, მაგრამ გოლი გაუუქმეს
  • ქართველების გუნდმა მიმდინარე ჟუპილერ ლიგაში პირველი თამაში წააგო

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ახალ სეზონში პირველად ითამაშა. გენტის მწვრთნელმა 25 წლის ქართველი ფორვარდი მოედანზე ბელგიის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, სტუმრად მუსკრონთან შეუშვა. 

ქვილითაია თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ უკვე 2:1 იყო. ქართველმა ფორვარდმა 81-ე წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, ქვილითაიაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

📺 ქვილითაიას გაუქმებული გოლი

საბოლოოდ იეს ტორუპის გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

რაც შეეხება გენტის სხვა ქართველ ლეგიონერებს, გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდს გადის და ჯერჯერობით ვერ თამაშობს, გიორგი ბერიძე კი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

გიორგი ქვილითაია გოლის გაუქმებამ და მარცხმა დააღონა

სამი ტურის შემდეგ გენტს თითო მოგება, ფრე და წაგება აქვს და 4 ქულით ცხრილში მე-8 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 18 აგვისტოს, შინ ოსტენდესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები