Thumbnail

ბილბაოსთან მესი ალბათ არ იქნება - ბარსამ სეზონი ლეოს გარეშე უნდა დაიწყოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლა ლიგის პირველ ტურში ბარსელონა, დიდი ალბათობით, ლეო მესის ვერ გამოიყენებს
  • ერნესტო ვალვერდეს არგენტინელის დროულად გამოჯანმრთელების იმედი არ აქვს

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კატალონიურ გრანდს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში ლიონელ მესი დააკლდება. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კუნთის ტრავმა აქვს პარასკევამდე სრულ გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. როგორც იცით, ბარსა ახალ სეზონსი სწორედ პარასკევს, ბილბაოს ატლეტიკთან გასვლითი მატჩით იწყებს.

“ლეო ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია და არ ვიცი, მოახერხებს თუ არა, პირველ ტურში მოედანზე გასვლას. ჯერჯერობით ამის იმედი არ მაქვს,” - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ამ ტრავმის გამო ბარსელონას აშშ-ში ტურნეც გამოტოვა. არგენტინელს ნაპოლისთან და არსენალთან ტესტ-მატჩებში არ უთამაშია.

📌 ლიონელ მესი ბარსელონას აღზრდილია და მისი მთავარი გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელმა სუპერვარსკლავმა კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა 10-ჯერ მოიპოვა, 6-ჯერ - ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი 4-ჯერ გახდა. 

📌 გასულ სეზონში ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში ითამაშა, 36 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები