Thumbnail

როდის დაუბრუნდება მოედანს კვერკველია - საბას უთამაშებლობის მიზეზი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის ცენტრალურ მცველს მაისის შემდეგ აღარ უთამაშია
  • რკინიგზელთა თავკაცმა იური სიომინმა კვერკველიას დაბრუმნების ვადებზე ისაუბრა
  • საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს საბა კვერკველიას გაზაფხულის შემდეგ არ უთამაშია. 27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მაისის ბოლოს, რუსეთის პრემიერლიგაში, უფასთან შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ვერც ეროვნული ნაკრების მაისურით შეძლო ივნისის მატჩებში თამაში და ჯერჯერობით, ვერც რუსეთის პრემიერლიგის ახალ სეზონში ეხმარება თავის გუნდს, მოსკოვის ლოკომოტივს.  

ამ სეზონში საბა კვერკველიას ჯერ არცერთი მატჩი ჩაუტარებია

ლოკომოტივმა ჩემპიონატის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე ურალი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საბა სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მოედანზე არც ამჯერად გასულა. თამაშის შემდეგ რკინიგზელთა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომონმა კვერკველიას მდგომარეობაზეც ილაპარაკა:

"კვერკველია მწყობრში დგება და მას უკვე შეეძლება მოედანზე გასვლა. ვფიქრობ, ორი კვირა დასჭირდება. ჯერჯერობით კი ისეთ კარგ ფორმაში არაა, რომ მოედანზე გავიდეს".

საბა კვერკველიას დროულად ფორმაში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც სექტემბერში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩი ელის - ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს დანიას თბილისში უმასპინძლებს.

მოსკოვის ლოკომოტივს 5 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და ლიდერ ზენიტს 3 ქულით ჩამორჩება. რკინიგზელები რუსეთის პრემიერლიგაში მორიგ მატჩს 18 აგვისტოს, სტუმრად მოსკოვის დინამოსთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები