Thumbnail
  • ავსტრალია 47:26 ახალი ზელანდია
  • არგენტინა 13:46 სამხრეთ აფრიკა
  • სამხრეთ აფრიკამ 4 ერის ჩემპიონობა 10 წლის შემდეგ მოიპოვა

4 ერის გათამაშებას ახალი ჩემპიონი ჰყავს. ტურნირის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ნაკრები გახდა, რომელმაც 3-დან 2 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ტურნირის ბოლო ტურში, ავსტრალიის ნაკრებმა ახალი ზელანდია 21 ქულით, 47:26 დაამარცხა. ავსტრალიელებმა ახალზელანდიელთა გადახალისებულ შემადგენლობას პირველი ტაიმი 16:12 მოუგეს. ზელანდიელებს პირველ ტაიმში სკოტ ბარეტი გაუძევეს, რითაც ავსტრალიელებმა ისარგებლეს და მეორე ტაიმში მეტოქეს 5 ლელო დაუდეს.

ახალმა ზელანდიამ 6 ქულით ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა, ხოლო ავსტრალია 8 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა.

ავსტრალია 47:26 ახალი ზელანდია 📺

სამხრეთ აფრიკამ არგენტინის ნაკრებს ბოლო ტურში 33 ქულით, 46:13 სძლია და ტურნირის ჩემპიონი გახდა. სამხრეთაფრიკელებმა 12 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ ავსტრალიას 4 ქულით გაუსწრეს.

სამხრეთ აფრიკამ ბოლოს ჩემპიონობა უძლიერეს ნაკრებებში მაშინ მოიპოვა, როდესაც ტურნირში ჯერ კიდევ 3 ქვეყანა თამაშობდა. 'ბოკემ' 2009 წელს ახალ ზელანდიას 8 ქულით გაუსწრო და 21 ქულით ჩემპიონობა იზეიმა.

არგენტინა 13:46 ახალი ზელანდია 📺

კომენტარები

ბოლო ამბები