- ჟოზე სკაი სპორტსის მიმომხილველი გახდა
- "2000 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ სეზონს უმუშევარი ვხვდები"
ჟოზე მოურინიო შარშან იუნაიტედიან გაშვების შემდეგ საფეხბურთო მიმომხილველი გახდა. ახალ სეზონს კი პორტუგალიელი სიახლით ხვდება - სკაი სპორტსის მიმომხილველი გახდა.
"რამდენ გუნდს აქვს პრემიერლიგის მოგების შანსი? ალბათ ოთხს - სიტის, ლივერპულს, ტოტენჰემს და სიტის რეზერვს! ვესტ ჰემთან ვუყურებდი სიტის სკამის ბავშვების გახურებას, საოცარი გუნდია, საოცარი ფეხბურთელებით."
"დღეს მაგუაირის თამაში მომეწონა, ასევე ლინდელოფის - ლინდელოფზე ყოველთვის ვამბობდი, რომ მეტი შეეძლო, მაგუაირთან ერთად ძალიან კარგ წყვილს შექმნის. რაშფორდმაც კარგად ითამაშა, დუბლი გაიტანა, თუმცა ზოგადად იმაზე მეტი უნდა გაიტანოს, ვიდრე გააქვს ხოლმე - განსაკუთრებით ლუკაკუს არყოფნაში."
კომენტარები