Thumbnail

როგორ ჩაიარა VAR-ის პირველმა დღემ პრემიერლიგაში - კომენტარები

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • "შეხედეთ ამერიკულ სპორტებს - ამერიკელების გარდა არავინ უყურებს"
  • "მენტალურად ძლიერი უნდა იყო იმ სიტუაციებში, როდესაც VAR-ი შენს მხარეს არაა"

პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის პირველი ტურის მეორე დღე ამ ტურნირის ისტორიაში შევიდა - შაბათს პრემიერლიგაში პირველად მსაჯის ვიდეო ასისტენტი იგივე VAR-ი გამოიყენეს.

საბოლოოდ, VAR-ის თანხლებით 4 მატჩი გაიმართა და კლუბები ამბობენ, რომ საბოლოოდ დამტკიცებამდე ჯერ დროა საჭირო, მეტი სატესტო მატჩისთვის, რასაც სპეციალისტების ნაწილიც ეთანხმება.

💬 ალან შირერი (პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი): "თამაშგარე მდგომარეობას ახლა უკეთ დააფიქსირებენ მსაჯები, შეიძლება ესეც არ იყოს 100%-ით ზუსტი, მაგრამ უკეთესია ვიდრე ახლანდელი სისტემა."

💬 პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "მენტალურად ძლიერი უნდა იყო იმ სიტუაციებში, როდესაც VAR-ი შენს მხარეს არაა. ყველას ამას ვურჩევ, დამშვიდდით, ის აუცილებლად შეცვლის თამაშის დინამიკას."

💬 ჯო კოული (ჩელსის და ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი): "მნიშვნელოვანი მომენტი - სიტის ვესტ ჰემთან არ ჩათვლილი გოლი, შეხედეთ ტრიბუნებს? ფანებმა ისე გაიხარეს, ვითომ ვესტ ჰემმა გაიტანა - პირველად ვნახე VAR-თან დაკავშირებული ემოცია."

💬 პოლ პარკერი (მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი): "VAR-ი ფეხბურთში ინდივიდუალიზმის როლს ამცირებს, მსაჯის, მოთამაშის... დღეიდან დამოკიდებული ვართ კაცზე, რომელიც სადღაც ეკრანთან ზის."

💬 რიო ფერდინანდი (მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი): "ფანებისთვის ფეხბურთი იცვლება. შეხედეთ ამერიკულ სპორტებს - ამერიკელების გარდა არავინ უყურებს, იმიტომ, რომ რეგულაციებით არის სავსე, ჩვენი ფეხბურთი მარტივი თამაშია, ნაკლები წესით, ყველას შეუძლია თამაში - ეს არ უნდა მოვკლათ."

სპეციალისტთა ნაწილი როგორც ვხედავთ, ინგლისში VAR-ის გამოჩენას დიდი სიფრთხილით ეკიდება და სწორედ ამიტომ კლუბებიც საბოლოოდ დანერგვისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ და VAR-ის გამოყენება სატესტო რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები