Thumbnail

‘6 ფეხბურთელი აქ ზედმეტია!’ - სარიმ იუვეს შეფები გააკრიტიკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაურიციო სარი იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკით კმაყოფილი არ არის
  • ტურინელთა დამრიგებელი ზედმეტი ფეხბურთელების სასწრაფოდ გაყიდვას ითხოვს

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ტურინული კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მადრიდის ატლეტიკოსთან ტესტ-მატჩში მარცხის (1:2) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, 60 წლის მწვრთნელმა ჟურნალისტებს აუხსნა, რით არის უკმაყოფილო.

“ჩემპიონთა ლიგის განაცხადადიდან 6 ფეხბურთელის გვარი ამოსაშლელია, ექვსი მათგანი ზედმეტია და მე არ ვიცი, როგორ მოვიქცე,” - განაცხადა სარიმ. ამ დროისთვის მის განკარგულებაში 28 ფეხბურთელია, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში კი ტურინულ კლუბს 25 მოთამაშე უნდა ჰყავდეს - აქედან, მინიმუმ ორი მეკარე.

ამ 11 ფეხბურთელიდან, გაყიდვის კანდიდატები ხედირა და იგუაინი არიან

იუვეს ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ახლა ზედმეტად ბევრი ფეხბურთელია. “საკმაოდ რთული სიტუაციაა და ჩვენც რისკზე მივდივართ. ტოპ-ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვება ძალიან ძნელია. ამ სიტუაციას რამე უნდა ვუშველოთ,” - დასძინა სარიმ და კლუბის ხელმძღვანელებს, ტრანსფერების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა.

როგორც იცით, ვრცელდებოდა ცნობები, რომ სარის პაულო დიბალას გაყიდვა სურს, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედსა და ტოტენჰემში ტრანსფერები ჩაიშალა. არგენტინელის გარდა, იუვედან წასვლის კანდიდატები მარიო მანჯუკიჩი, მატია პერინი, გონსალო იგუაინი და მარკო პიაცა არიან. შეგახსენებთ, რომ იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება.

სამი ხედირა და ორი ახალწვეული - ადრიან რაბიო და მატეის დე ლიხტი

 

კომენტარები

ბოლო ამბები