Thumbnail

6 გოლი 1 მატჩში! დორტმუნდის ვუნდერკინდის ფანტასტიკური დებიუტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუსუფა მუკოკო ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, მაგრამ უკვე 19-წლამდელებში თამაშობს
  • მის შესახებ დიდი ხანია, ლაპარაკობენ და ბარსელონაც აკვირდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობს. იუსუფა მუკოკო ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, მაგრამ უკვე ორი წელია, რაც მის შესახებ ლაპარაკობენ და ისიც მუდმივად ამტკიცებს, რომ დიდი მომავალი აქვს.

ახლა, 14 წლის მუკოკომ პირველად ითამაშა დორტმუნდის 19-წლამდელთა (!) გუნდში და ფანტასტიკური დებიუტი გამოუვიდა - U19 ბორუსიამ ვუპერტალს 9:2 მოუგო, 14 წლის მუკოკომ კი 6 (!) გოლი გაიტანა.

მასზე 4-5 წლით უფროს ბავშვებთან ასეთი წარმატებული დებიუტის შემდეგ, მთელი საფეხბურთო გერმანია იუსუფაზე ლაპარაკობს. მას შეეძლო, U17-ში ეთამაშა, მაგრამ თანატოლებთან იმდენად ძლიერია, რომ უკვე U19-ში ათამაშებენ.

მუკოკოს ბრწყინვალე დებიუტს დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მცველი, ნედ ზელიჩი გამოეხმაურა, რომელიც, როგორც იცით, დინამო თბილისშიც თამაშობდა: 

2018 წელს მუკოკომ გერმანიის 17-წლამდელთა ჩემპიონატში 28 მატჩში 40 გოლის გატანა შეძლო, შარშან კი, ბორუსიას ვუნდერკინდმა 28 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და ყოფილი შალკელის, დონის ავდიჯაის რეკორდიც (44 გოლი სეზონში) დაამხო.

ასეთი შედეგების შემდეგ ის 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს და ახლა, პირველივე მატჩში 6 გოლი გაიტანა. ლოგიკურია, რომ იუსუფა მუკოკოს თითქმის ყველა ტოპ-კლუბი აკვირდება - მათ შორის ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი. ამასთან, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, Nike 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

კომენტარები

ბოლო ამბები