Thumbnail

რიბერი მოსკოვში? ფრანგი, შესაძლოა, საბა კვერკველიას თანაგუნდელი გახდეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მოსკოვის ლოკომოტივი ფრანკ რიბერის ეპატიჟება
  • მოლაპარაკებები დაწყებულია, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან

ბაიერნიდან წასული ფრანკ რიბერის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 36 წლის ფრანგი გარემარბის მიუნხენურ გრანდში დაბრუნება გამორიცხულია - ამის შესახებ რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ისაუბრა. რიბერის საუდის არაბეთში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი ჩაიშალა.

L'Équipe წერს, რომ რიბერი, შესაძლოა, მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდეს. ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ლოკომოტივში საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია თამაშობს.

ფრანკ რიბერი ჯერ კიდევ უკლუბოდაა

გერმანული ‘ბილდის’ ინფორმაციით, რიბერის კიდევ ერთი ვარიანტი აქვს: ეს არის ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენი, რომლის მთავარი მწვრთნელი მარკ ვან ბომელია. ეს უკანასკნელი ბაიერნში რიბერისთან ერთად თამაშობდა, ახლა კი უნდა, რომ რიბერი მისი ფეხბურთელი გახდეს.

ფრანკ რიბერიმ ბაიერნში 12 წელი გაატარა, ახლა კი უკლუბოდაა. ფრანგი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. ფეხბურთელმა ბავარიელებთან ერთად 425 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 124 გოლი და მიითვალა 182 შედეგიანი პასი. ჯამში მან გუნდთან ერთად 24 ტიტული მოიგო, მათ შორის 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგის ჩემპიონის 9 ტიტული.

კომენტარები

ბოლო ამბები