Thumbnail

დაბრუნდა და დასისხლიანებულ ბავშვთან ფოტო გადაიღო - მამა სალაჰს მადლობას უხდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულის პატარა ფანი სალაჰის მანქანის დევნის დროს დაშავდა
  • ეგვიპტელი მაშინვე დაბრუნდა და ბავშვებს დაეხმარა

მიუხედავად იმისა, რომ შეჯახება საკმაოდ მტკივნეული იყო და ცხვირიდან სისხლიც წამოუვიდა, ლუის ფაულერი ამ დღეს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გაიხსენებს ხოლმე!

11 წლის ლუისი ლივერპულის ფანია. შაბათს მან თავის ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად, დაინახა, როგორ მიდიოდა მოჰამედ სალაჰი მანქანით. ბიჭები თავიანთ საყვარელ ფეხბურთელს გამოეკიდნენ და ეგვიპტელს ხელებს უქნევდნენ. ამ დროს, ლუისი განათების ძელს დაეჯახა, დაეცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. სალაჰმა ეს შეამჩნია, ავტომობილი მოატრიალა და ბიჭებთან დასახმარებლად მივიდა.

“როცა მო მანქანიდან გადმოვიდა, ბიჭები ისტერიკულად ყვიროდნენ მის სახელს. მომ მათზე იზრუნა,” - უთხრა ძმების მამამ Sky News-ს.

სანამ ლუისს კლინიკაში მიიყვანდნენ, სალაჰმა ძმებთან ერთად ფოტოები გადაიღო. მოგვიანებით, ექიმებმა დაადგინეს, რომ ლუისის ტრავმა არცისე სერიოზული იყო.

“მო ძალიან კარგი ადამიანია. ის სუპერვარსკვლავია და ნამდვილად არ იყო ვალდებული, რომ მანქანა გაეჩერებინა. მადლობა მას, რომ ეს გააკეთა და ბიჭებზე იზრუნა,” - ამბობს ჯო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები