Thumbnail
  • მანჩესტერ სიტიმ სეზონი გრანდიოზული გამარჯვებით დაიწყო
  • ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ვესტ ჰემი 5:0 გაანადგურა
  • რაჰიმ სტერლინგმა ჰეთთრიკი შეასრულა

ხოსეპ გვარდიოლას არ უკვირს, რომ რაჰიმ სტერლინგი ბრწყინვალე ფორმაშია. ვესტ ჰემთან 5:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც სიტის მეშვიდე ნომერმა ჰეთთრიკი შეასრულა, პეპმა თავის შემტევს საუკეთესო ეპითეტები მიუძღვნა.

“სტერლინგი განსაკუთრებული ფეხბურთელია, არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით. მოსამზადებელ პერიოდშიც ეტყობოდა, რომ შესანიშნავ ფორმაშია, რაც ახლა პირველივე თამაშში დაამტკიცა,” - განაცხადა გვარდიოლამ.

ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი და ხოსეპ გვარდიოლა

აღსანიშნავია, რომ 24 წლის სტერლინგმა ლივერპულთან Community Shield-ისთვის მატჩშიც ძალიან კარგად ითამაშა, წინა სეზონში კი, 51 ოფიციალურ მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო.

“ჩემს ჰეთთრიკზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა სეზონი შთამბეჭდავი მოგებით დაიწყო. გრძელი და რთული სეზონი გველოდება - ყველაფრის მოგებას ვგეგმავთ,” - აღნიშნა სტერლინგმა.

პრემიერლიგის მეორე ტურში მანჩესტერ სიტი 17 აგვისტოს ტოტენჰემს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები