Thumbnail

პსჟ თანახმაა! ნეიმარის მეგა-ტრანსფერი შესაძლოა, მალე განხორციელდეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარის მეგა-ტრანსფერი მადრიდის რეალში სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. 
  • ესპანური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაწყებულია.

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი, შესაძლოა, ძალიან მალე განხორციელდეს. ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია: თუ რეალ მადრიდს ნეიმარის გადაბირება სურს, პარი სენ-ჟერმენს დაახლოებით 200 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს და ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს წელიწადში დაახლოებით 40-მილიონიანი ხელფასი უნდა დაუნიშნოს. რაც ყველაზე საინტერესოა: ესპანური მედიის ინფორმაციით, რეალი მზადაა, ასე მოიქცეს!

📋 მეტი ამ თემაზე:

როგორც ირკვევა, 27 წლის ბრაზილიელის მადრიდულ გრანდში ტრანსფერს პარიზელებმაც მწვანე შუქი აუნთეს. ‘მარკას’ ინფორმაციით, პსჟ-ს ბოსმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ნეიმარის აგენტს ნება დართო, რეალთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ‘სამეფო კლუბთან’ დაახლოებული გაზეთი წერს, რომ ეს მალე მოხდება. როგორც ირკვევა, კლუბებს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა.

ჩვენი ესპანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ ნეიმარის მრჩეველმა პარიზული კლუბის შეფებს ბრაზილიელის გაყიდვა შარშანაც სთხოვა, მაგრამ მაშინ ტრანსფერზე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა უარი. ახლა კი, აზრი გერმანელმა სპეციალისტმაც შეიცვალა და ისიც თანახმაა, რომ ნეიმარი გაუშვას. თვითონ ბრაზილიელს კი პსჟ-დან წასვლა აუცილებლად სურს და ეს საიდუმლოს, დიდი ხანია, არავისთვის წარმოადგენს. ‘მარკას’ ცნობით, ნეიმარი ცოტა ხნის წინ, რეალში გადასვლას გამორიცხავდა, ახლა კი პარიზული კლუბიდან წასვლის სურვილი იმდენად დიდია, რომ უკვე თანახმაა, რეალში ითამაშოს.

ამრიგად, თუ ბარსელონა არ ჩაერევა, ‘მარკას’ ინფორმაციით, ნეიმარის რეალში ტრანსფერი ძალიან მალე განხორციელდება. ეს, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებამდეც (16 აგვისტო) მოხდეს.

ესპანური მედია ასევე წერს, რომ ნეიმარის შესაძენად, რეალმა მინიმუმ სამი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს - გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი და მარიანო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები