Thumbnail
  • ყაზაიშვილის და კაშიას სან ხოსე კოლორადოსთან 1:2 დამარცხდა
  • ვაკომ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა

ვაკო ყაზაიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევმა MLS-ის 24-ე ტურშიც გამოიჩინა თავი - ვაკომ კოლორადოსთან გასვლით მატჩში გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მისი და გურამ კაშიას სან ხოსე საბოლოოდ მაინც 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეუცვლელად ითამაშეს. ყაზაიშვილისთვის ეს ამ სეზონში მე-8, MLS-ში კი ზოგადად 23-ე გოლია.

ვაკოს ბოლო 9 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი!

აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილი ბოლო ერთ თვეში სამჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, თვით ლეგენდარულ ჯორჯ ბესტსაც კი შეადარეს და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ არაერთხელ შეაქო. ორიოდე დღის წინ ქართველი თვის ნოვატორადაც კი დაასახელეს. ეს არის სტატუსი, რომელსაც ფეხბურთელებს სპონსორი კომპანია აუდი ანიჭებს ხოლმე.

ყაზაიშვილის და კაშიას სან ხოსე MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში 38 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველების გუნდი ერთი ქულით უსწრებს ლოს ანჯელეს გელექსის, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობს. საერთო ჯამში, ვაკოს ანგარიშზე ამ სეზონში 8 გოლი და 3 საგოლე პასია. საუკეთესო ბომბარდირ კარლოს ველას (ლოს ანჯელესი) 22 გოლი აქვს გატანილი, იბრაჰიმოვიჩს კი - 16. სან ხოსე მომდევნო მატჩს 18 აგვისტოს, მე-10 ადგილზე მყოფ სპორტინგ კანზას სიტისთან გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები