Thumbnail
  • ბათუმის დინამოს მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ვიტ ჯორჯიასთან მოგება შეაფასეს
  • ჯაბა ჯიღაურმა და ლადო დვალიშვილმა ბათუმის დინამოში სადებიუტო გოლები გაიტანეს

10 აგვისტოს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში ბათუმის დინამოს უმასპინძლა. ბათუმელთა უპირატესობა დიდი იყო და მათ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს - 3:0.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბათუმის დინამოს მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებთან ერთად ვიტ ჯორჯიასთან მოგებული მატჩი შეაფასა.

გია გეგუჩაძე: სადებიუტო გოლებიც კარგია და ისიც მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა. გუნდს პროგრესი აქვს, მაგრამ ჯერ მაინც შორს ვართ ოპტიმალური ფორმისგან, თუმცა ახალწვეულებისა და ტრავმამოშუშებული ფეხბურთელის გოლმა ძალიან გამახარა. შეთამაშება გვჭირდება. ვიტ ჯორჯიასთან მოგება კარგია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

დვალიშვილის გოლი

ლადო დვალიშვილი: ბათუმის დინამოს მაისურით გატანა 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოვახერხე. გოლიც გამიხარდა და უფრო მეტად მოგება. რამდენიმე თამაში ვერ მოვიგეთ და ეს შეხვედრა ფსიქოლოგიურად გარდამტეხი იყო ჩვენთვის. სამომავლოდ, ბათუმის დინამო აუცილებლად მოუმატებს.

ჯიღაურის პირველი გოლი
ბათუმის დინამოში

ჯაბა ჯიღაური: სასიხარულოა, რომ თამაში მოვიგეთ. მივულოცავ ჩემს თანაგუნდელებს. ჩემთვის ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი იყო. მიხარია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ. პირველ ტაიმში გატანილმა 2 გოლმა დიდი უპირატესობა მოგვიტანა.

დიდი ხანი ოფიციალურ მატჩში გოლი გატანილი არ მქონდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბათუმისთვის უფრო მეტი გავიტანო.

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

კომენტარები

ბოლო ამბები