Thumbnail
  • მემორიალის მე-3 დღე: საქართველომ 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა
  • საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 28 მედლით დაასრულა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალის მე-4 დღეს საქართველოს წარმომადგენლებმა 11 მედალი მოიპოვეს -  3 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

4 მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მოიპოვეს: აივენგო რიკაძემ (82კგ) 11:6 მოუგო აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს და ოქროს მედალს დაეუფლა.

სულხან ბუიძემ (130კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ლევან არაბულმა ამავე წონის ფინალი ინდოელ ნავეერ ნავეენს 7:1 მოუგო და ჩემპიონობა იზეიმა. ალექსი ლოდიამ (97კგ) ყირგიზ უზურ ძუზუობეკოვს აჯობს და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

თავისუფალ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლებს სანდრო ამინაშვილი (86კგ), დათო ფირუზაშვილი (86კგ), გივი მაჭარაშვილი (97კგ), გიორგი შამათავა (125კგ) დაეუფლნენ. მამუკა კორძაია (97კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი ვერცხლს (125კგ) დასჯერდნენ, ხოლო გენო პეტრიაშვილმა (125კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. გენომ ფინალში ალექსი ჟორჟოლიანს 10:0 მოუგო.

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გივი კარტოზიასა და ვახტან ბალავაძის მემორიალი 28 მედლით დაასრულეს.

კომენტარები

ბოლო ამბები