Thumbnail
  • ტოტენჰემი 3:1 ასტონ ვილა
  • 0:1 მაკგინი (9), 1:1 ნდომბელე (73), 2:1 კეინი (86), 3:1 კეინი (90)

ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა ტოტენჰემმა ელიტაში დაბრუნებულ ბირმინგემის ასტონ ვილას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მე-9 წუთზე შოტლანდიელმა ჯონ მაკგინმა მინგსის შორეული პასით ანგარიში გახსნა და მოულოდნელად, ასტონ ვილა დააწინაურა.

ტოტენჰემმა 73-ე წუთზე ხანგრძლივი შტურმის შემდეგ გაათანაბრა - თავი შორი მანძილიდან "დეზების" ახალწვეულმა ტანგუი ნდომბელემ გამოიჩინა. 

86-ე წუთზე ჰარი კეინმა ასტონ ვილას ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ტოტენჰემი დააწინაურა. 

ბოლო წუთზე კეინმა სულაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფისქირა.

ტოტენჰემი 3:1 ასტონ ვილა

გოლები: 0:1 მაკგინი (9), 1:1 ნდომბელე (73), 2:1 კეინი (86), 3:1 კეინი (90)

ტოტენჰემი (4-3-2-1): ლორისი - უოკერ-პეტერსი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი - ნდომბელე (92. სკიპი), ვინკსი (65. ერიკსენი), სისოკო - ლამელა (88. ნკუდუ), ლუკას მოურა - კეინი 

ასტონ ვილა (4-1-4-1): ჰიტონი - ელმოჰამადი, ენგელსი, მინგსი, ტეილორი - ჰურიჰანე (82. დუგლას ლუისი) - ტრეზეგე (59. ჟოტა), მაკგინი, გრილიში, ელ-ღაზი - ვესლი (74. კოდჯია)

კომენტარები

ბოლო ამბები