Thumbnail

ნიკეს ზედიზედ მეორე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პომურიე 4:0 ნიკე
  • ნიკე ჯგუფში ბოლო ადგილზეა და კარდიფს ხვდება

საქართველოს ჩემპიონმა ქალთა ფეხბურთში ნიკემ 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩი გამართა. ნიკე სლოვენიურ პომურიეს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.

სლოვენიელებმა პირველ 20 წუთში ორი გოლი გაიტანეს. ანია პრშამ მე-4 და მე-20 წუთებზე შეძლო გოლების გატანა. პომურიემ მე-2 ტაიმში კიდევ 2-ჯერ გამოიჩინეს თავი. მატჩის საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე სარა მაკოვეცმა გაიტანა - 4:0.

ნიკე ჯგუფში ბოლო ადგილზეა და 0 ქულა აქვს. საქართველოს ჩემპიონს 7 გოლი აქვს გაშვებული და არცერთი გატანილი. ნიკეს მომდევნო მეტოქე კარდიფი იქნება, რომელთანაც 13 აგვისტოს ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები