Thumbnail

10 აგვისტოს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში ბათუმის დინამოს უმასპინძლა. ბათუმელთა უპირატესობა დიდი იყო და მათ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს - 3:0.

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

ვიტ ჯორჯიამ ბოლოს 1 ივნისს მოიგო, მას მერე კი 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (1 ფრე, 4 წაგება) ჰქონდა, ბათუმელთა ბოლო გამარჯვება 2 ივნისზე მოდიოდა, მას მერე დინამოს ასევე 5 მატჩის განმავლობაში ვერ მოეგო (3 ფრე, 2 წაგება). ვიტ ჯორჯია ბოლო ადგილზეა, ბათუმის დინამო კი ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო, მე-3 ადგილამდე დაქვეითდა. 

0:1 ჯიღაური 10'

ბათუმელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც დილასთან მატჩში შეცვლაზე შევიდა. სწორედ ჯიღაური იყო მატჩის დასაწყისში ყველაზე აქტიური და სწორედ ნაკრების ფეხბურთელმა გახსნა ანგარიში გეგეჭკორი-დვალიშვილის კომბინაციის შემდეგ. ეს მე-10 წუთზე მოხდა. 

0:2 დვალიშვილი 28'

28-ე წუთზე საგოლე კომბინაციაში კვლავ გეგეჭკორმა და დვალიშვილმა მიიღეს მონაწილეობა, ლადომ თავით ბათუმის რიგებში პირველი გოლი გაიტანა.  

0:3 გაფრინდაშვილი 89'

მეორე ტაიმში შედარებით უინტერესო თამაში იყო, რომელიც ბოლოსკენ გამოცოცხლდა, 89-ე წუთზე ისევ დვალიშვილმა იაქტიურა, მისი დარტყმული მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ იქვე თორნიკე გაფრინდაშვილმა დაამატა - 0:3. 

ვიტ ჯორჯია 0:3 ბათუმის დინამო

გოლები: 0:1 ჯიღაური (10), 0:2 დვალიშვილი (28), 0:3 გაფრინდაშვილი (89)

ვიტ ჯორჯია (5-2-3): ისერგიშვილი - კიკალიშვილი (73. ნაჭყებია), ქისიევი, სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი (77. ავლოხაშვილი), მუზაშვილი - ვარძელაშვილი, ნანობაშვილი - მუსელიანი, ჯანელიძე, ზარიძე (54. ხუციანიძე)

ბათუმის დინამო (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, მანჯგალაძე - ჯიღაური (79. ტეიდი), გაბრიელ რამოსი (68. გაფრინდაშვილი), თევდორაძე - დვალიშვილი (89. ილურიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები