- EHF-ის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდა
- ქართველი გოგონები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ
ხელბურთელ გოგონათა EHF-ის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებმა 5-8 ადგილების ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში ერთი ბურთით, 22:21 მოუგო.
ბერძნებმა პირველი ტაიმი 10:9 მოიგეს, საქართველომ მეორე ტაიმში მეტოქეს ასევე ერთი ბურთით აჯობა და ძირითადი დრო 20:20 დასრულდა, რის შემდეგაც 7-მეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც საქართველომ 2:1 მოიგო და მე-5 ადგილისთვის გასამართი ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველი გოგონების მეტოქე ამ დაპირისპირებაში ფარერების ნაკრები იქნება, რომელმაც ფინეთს 11-ბურთიანი უპირატესობით, 33:22 სძლია.
კომენტარები