Thumbnail
  • ვესტ ჰემი 0:5 მანჩესტერ სიტი
  • რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგა ჰეთ თრიკით დაიწყო
  • VAR-მა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გოლი გააუქმა

ინგლისის 2019/20 წლების პრემიერლიგა ხურდება. პარასკევს ჯერ ვიცე-ჩემპიონმა ლივერპულმა მოიგო იოლად, შაბათს კი მას არც ჩემპიონი ჩამორჩა. მანჩესტერ სიტი სათამაშოდ ლონდონში ჩავიდა, სადაც ვესტ ჰემს უპრობლემოდ გაუმკლავდა - 5:0.

ამ თამაშში იყო ბევრი გატანილი და ერთი გაუქმებული გოლი, მოგერიებული და ხელმეორედ შესრულებული 11-მეტრიანი, VAR-ზე გადამოწმებული ბევრი ეპიზოდი...

პეპ გვარდიოლას შეგირდებმა თამაში არცთუ მაღალ ტემპში დაიწყეს. ანგარიში ტაიმის შუაში გახსნეს - თავი გაბრიელ ჟეზუშმა გამოიჩინა. 25-ე წუთზე კაილ უოკერი ფლანგზე გაიჭრა და მასპინძელთა საჯარიმოში ჩააწოდა. ბურთი ისა დიოპს მოხვდა, მაგრამ კარში ჟეზუშისაგან შევარდა - 0:1.

დანარჩენი ოთხი გოლი შესვენების შემდეგ გავიდა და ჰეთ თრიქით კი რაჰიმ სტერლინგი გამოირჩა. 51-ე წუთზე სტერლინგს ასისტენტობა კევინ დე ბრუინმა გაუწია, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი სტერლინგის ასისტენტი რიად მაჰრეზი იყო, ერთი გოლიც პენალტის ნიშნულიდან სერხიო აგუერომ გაიტანა. 

ჟეზუში პირველია, ვისი გოლიც პრემიერლიგაში გააუქმეს ვიდეორეფერის დახმარებით

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტიმ ელიტაში პირველ ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო კლუბის ისტორიაში

⚽ რაჰიმ სტერლინგი დიდიე დროგბას (2010) შემდეგ პირველი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგის პირველ ტურში ჰეთ თრიკი შეასრულა.

⚽ რაჰიმ სტერლინგი პრემიერლიგის ისტორიაში მერვე ფეხბურთელია, ვინც პირველ ტურში ჰეთ თრიკი შეასრულა

⚽ სერხიო აგუეროს პრემიერლიგის პირველ ტურებში 7 გოლი აქვს, მეტი გოლი მხოლოდ უეინ რუნიმ, ფრენკ ლამპარდმა და ალან შირერმა (8-8) გაიტანეს. 

⚽ მანჩესტერ სიტიმ "ლონდონ სტედიუმზე" უკვე 18 გოლი გაიტანა, ორჯერ მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფმა კლუბმა.

⚽ გაბრიელ ჟესუშს უკვე ხუთი თამაშია, რაც აუცილებლად გააქვს სიტის მაისურით ლონდონში (როცა სასტარტოშია). 

⚽ როდრი ერნანდესის პასების 96% ზუსტი იყო.

⚽ გაბრიელ ჟეზუში პირველი ფეხბურთელია პრემიერლიგაში, ვისი გოლიც VAR-მა გააუქმა. 

ვესტ ჰემი 0:5 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 ჟეზუში (25’), 02: სტერლინგი (51’), 0:3 სტერლინგი (75’), 0:4 აგუერო (86’), 0:5 სტერლინგი (90+1)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ფრედერიქსი, ბალბუენა, დიოპი, კრესველი - უილშირი (56’ სნოდგრასი), რაისი - ანდერსონი (66’ ერნანდესი), ლანსინი, ანტონიო (46’ ფორნალსი) - ალერი

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო - დე ბრუინი (79’ გიუნდოგანი), როდრი ერნანდესი, დავიდ სილვა (80’ ფოდენი) - მაჰრეზი, ჟეზუში (69’ აგუერო), სტერლინგი 

კომენტარები

ბოლო ამბები