Thumbnail

შეინ უილიამსი სუმოს ჭიდაობს - უელსური რაგბის ლეგენდა იაპონიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შეინ უილიამსი იაპონურ კულტურას გაეცნო
  • უელსელი მორაგბე სუმოს კლუბს ესტუმრა

უელსური რაგბის ლეგენდა შეინ უილიამსი იაპონიაშია და იაპონურ კულტურას ეცნობა. მსოფლიოს თასის დაწყებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება და მსოფლიოს რაგბის გვერდი საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებს. შეინ უილიამსი იაპონიის ქალაქ ოსაკაში სუმოს ერთ-ერთ კლუბს ესტუმრა და რამდენიმე სუმოისტთან იჭიდავა.

Shane Williams Tackles Sumo | Big in Japan

Here's one way to prepare for #RWC2019 😅

Posted by Rugby World Cup on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

უილიამსი უელსის ნაკრების ღირსებას 11 წელი იცავდა. მან ნაკრებში 87 მატჩი ჩაატარა და 58 ლელოს დადება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები მსოფლიოს თასზე ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა. ჯგუფში ამ ორი ნაკრების გარდა, ავსტრალია, ფიჯი და ურუგვაი არიან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები