Thumbnail

გელა ზაალიშვილის საოცარი გდება - ზაგრების გრან პრის TOP 5 იპონი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზაგრების გრან პრის ხუთი რჩეული იპონი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან
  • გელა ზაალიშვილის მიერ ფინალში შესრულებული გდება საუკეთესოდ დაასახელეს 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ივლისის ბოლოს გამართული ზაგრების გრან პრის ხუთი საუკეთესო იპონი გამოაქვეყნა.

TOP5-ის სათავეში ქართველი მძიმეწონოსანის, გელა ზაალიშვილის მიერ ფინალში შესრულებული გდება მოხვდა. 19 წლის ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა 34 წამში დააიპონა და კარიერაში პირველად გახდა გრან პრის გამარჯვებული.

📺 ზაგრების გრან პრის ტოპ-5 იპონი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრიზე 5 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო, რაც საკმარისი გახდა, რომ საქართველოს, მედლების საერთო ჩათვალაში ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი მოეპოვებინა.

ზაგრებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გელა ზაალიშვილი საერთაშორისო რეიტინგშიც დაწინაურდა და ახლა მე-17 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები