Thumbnail
  • ბაიერნთან განშორების შემდეგ, ფრანგი ნახევარმცველი კლუბის ძიებაშია
  • 36 წლის ფეხბურთელს პსვ ეინდჰოვენში ყოფილი თანაგუნდელი იწვევს

მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ფრანკ რიბერი ახალი კლუბის ძიებაშია. სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს პსვ ეინდჰოვენიც იჩენს.

გერმანული მედიის ინფორ1მაციით, ჰოლანდიურ კლუბში 36 წლის ფეხბურთელის მიწვევით თავად პსვ-ის მთავარი მწვრთნელი მარკ ვან ბომელია დაინტერესებული, რომელიც ფეხბურთელობის დროს რიბერისთან ერთად ბაიერნში 2007-11 წლებში გამოდიოდა. 

რიბერიმ უკვე განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ ჩქარობს და ახალი გამოწვევის მოლოდინშია. ფრანგი ამჟამად თავისუფალი აგენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, პსვ ეინდჰოვენი ფრანკ რიბერის უფასოდ დაიმატებს.

მარკ ვან ბომელი და ფრანკ რიბერის ერთად ბაიერნში უთამაშიათ

რიბერი ბაიერნს ამ ზაფხულს დაემშვიდობა, სადაც 12 წელიწადი გაატარა. ფეხბურთელმა ბავარიელებთან ერთად 425 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 124 გოლი და მითვალა 182 შედეგიანი პასი. ჯამში მან გუნდთან ერთად 24 ტიტული მოიგო, მათ შორის 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგის ჩემპიონის 9 ტიტული.

ფრანკ რიბერიმ უარი უკვე შეუთვალა მისი დამატების მსურველ მონაკოს. ცნობილია, რომ  ფეხბურთელისადმი ინტერესს ასევე  იჩენენ ფრანკფურტის აიანტრახტი და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი კლუბი.

კომენტარები

ბოლო ამბები