Thumbnail

პერესის წინადადება ნეიმარს - რეალი ბრაზილიელის დამატებაზე მართლა მუშაობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის თავდამსხმელის ესპანეთში შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი არ წყდება
  • რეალის პრეზიდენტმა ბრაზილიელს 5-წლიანი კონტრაქტის პირობები გააცნო
  • თუ დათანხმდება, ნეიმარი მადრიდში წელიწადში 40 მილიონ ევროს მიიღებს

პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის ესპანეთში შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი არ წყდება. ცოტა ხნის წინ იუწყებოდნენ, რომ ფეხბურთელის დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მადრიდის რეალმა დაიწყო, ბოლო ინფორმაციით კი, სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 28 წლის ბრაზილიელს პირადი კონტრაქტის პირობები გაუგზავნა. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ნეიმარს რეალი 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, სადაც ყოველწლიურ ხელფასად 40 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

ეს მეტია იმაზე, რასაც ბრაზილიელი პარიზულ კლუბში იღებს და თუ შეთავაზებაზე თანხმობას იტყვის, მსოფლიო ფეხბურთში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. პირველი ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესია.

როგორც ჩანს, მადრიდში ბრაზილიელის ტრანსფერის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავენ

მოუხედავად ამისა, ნეიმარი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან დაბრუნება ბარსელონაში სურს. კატალონიური კლუბი ბრაზილიელის დამატებაზე მთავარ პრეტენდენტად ერთი ხანობა კი სახელდებოდა, მაგრამ ბოლო დროს პსჟ-ისა და ბარსას ხელმძღვანელობებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ფრანგებიც ნეიმარის სხვა კლუბში გაშვებაზე ფიქრობენ.

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, ბარსელონადან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და უძვირფასესი ფეხბურთელი გახდა. 2018/19 წლების სეზონში ბრაზილიელმა პსჟ-ის მაისურით 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები