Thumbnail

კარტოზია-ბალავაძის მემორიალი | დღეს საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მემორიალის მე-3 დღე: საქართველომ 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიგო
  • ჩემპიონები გიორგი სულავა და ოთარ გოგავა გახდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალის მე-3 დღეს საქართველოს წარმომადგენლებმა 7 მედალი მოიპოვეს - 2-2 ოქრო და ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

სამი მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მოიპოვეს: შალვა ხაჩიძე ვერცხლს (87კგ), ხოლო ნოდარ ოქრომჭედლიშვილი (60კგ) და ცოტნე აბალაკი (65კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიგეს: ოთარ გოგავამ (57კგ) და გიორგი სულავამ (74კგ) ოქროს მედლები მოიგეს, თემურ ბერუაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა (74კგ), რამაზ თურმანიძე (57კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ფინალი (57კგ) - ოთარ გოგავა V  ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი)

ოთარ გოგავამ აზერბაიჯანელ მოჭიდავეს 7:4 მოუგო

ოთარ გოგავამ აზერბაიჯანელ მოჭიდავეს 7:4 მოუგო თავისუფალი სტილი მოჭიდავეთა ტურნირის ფინალი კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 09 აგვისტო, 2019

ფინალი (74კგ) - გიორგი სულავა V თემურ ბერუაშვილი

გიორგი სულავამ თემურ ბერიაშვილს ფინალი 12:2 მოუგო

გიორგი სულავამ თემურ ბერიაშვილს ფინალი 12:2 მოუგო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალი კარტოზია-ბალავაძის სახელობის ტურნირზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 09 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები