Thumbnail

ლეგენდარული შვიდიანი ედენ აზარს! მადრიდის რეალი დაინომრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ედენ აზარი რეალის ტესტ-მატჩებში 50-ე ნომრით თამაშობდა
  • ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიელს ლეგენდარული ნომერი ექნება

მარიანო დიასს ძალიან უნდა, რომ მადრიდის რეალში დატოვონ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დაიტოვებს თუ არა მას ზინედინ ზიდანი. სამაგიეროდ, ერთი რამ უკვე ცხადია: თუ მარიანო დიასი ‘სამეფო კლუბში’ დარჩება, სხვა ნომრის აღება მოუწევს, რადგან მისი შვიდიანი, რომელიც დიასმა შარშან, იუვენტუსში გადასული კრიშტიანო რონალდოსგან მიიღო, ახალ სეზონში ედენ აზარს ექნება!

რონალდოს, რაულის და ბუტრაგენიოს ნომერი

დღეს, რეალის ვებ-გვერდზე ფეხბურთელების ნომრები განახლდა - მარიანოს 24 აქვს, მისი 7 კი ბელგიელმა მიიღო, რომელიც მადრიდელებმა ჩელსიდან შეიძინეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომელი ნომრებით ითამაშებენ რეალის სხვა ახალწვეულებიც: ედერ მილიტაომ 3 მიიღო, ლუკა იოვიჩმა - 18, ფერლან მენდიმ - 23, ხოლო როდრიგომ კი - 27. ხამეს როდრიგესი გუნდიდან წასვლის კანდიდატია, თუმცა მისი გვარის გასწვრივ 16 წერია.

ამრიგად, ედენ აზარმა რეალის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნომერი მიიღო. სანამ მადრიდში შვიდიანი რონალდო გახდებოდა, ეს ნომერი კლუბის ლეგენდას, რაულს ჰქონდა. მანამდე, მე-7 ნომრით ‘სამეფო კლუბში’ სხვა ლეგენდები თამაშობდნენ - ემილიო ბუტრაგენიო, ხუანიტო, ამანსიო ამარო და რაიმონ კოპა. ვნახოთ, გახდება თუ არა აზარი კლუბის ლეგენდა.

რეალის ფეხბურთელების ნომრები

1. კეილორ ნავასი
2. დანი კარვახალი
3. ედერ მილიტაო
4. სერხიო რამოსი
5. რაფაელ ვარანი
6. ნაჩო ფერნანდესი
7. ედენ აზარი
8. ტონი კროოსი
9. ქარიმ ბენზემა
10. ლუკა მოდრიჩი
11. გარეთ ბეილი
12. მარსელო
13. ტიბო კურტუა
14. კაზემირო
15. ფედერიკო ვალვერდე
16. ხამეს როდრიგესი
17. ლუკას ვასკესი
18. ლუკა იოვიჩი
19. ალვარო ოდრიოსოლა
20. მარკო ასენსიო
21. ბრაჰიმ დიასი
22. ისკო
23. ფერლან მენდი
24. მარიანო დიასი
25. ანდრიი ლუნინი
28. ვინისიუს ჟუნიორი

კომენტარები

ბოლო ამბები