Thumbnail

როგორ შეაჩერა აქვსენტი გიორგაძემ ინგლისელი მორაგბე - მსოფლიო რაგბის გახსენება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ბორჯღალოსნებმა' პირველი მატჩი მსოფლიოს თასზე ინგლისის ნაკრებთან გამართეს
  • მსოფლიოს რაგბის გვერდმა აქვსენტი გიორგაძის ბრწყინვალე თამაში გაიხსენა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი მატჩი 2003 წლის 12 ოქტომბერს ინგლისის ნაკრებთან გამართა. ავსტრალიის ქალაქ პერთში გამართულ მატჩს 25-ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

ინგლისელებმა მატჩი 84:6 მოიგეს და საქართველოს ნაკრებს 12 ლელო გაუტანეს. საქართველოს მხრიდან ქულები პალიკო ჯიმშელაძემ და მალხაზ ურჯუკაშვილმა ჯარიმებით მოიპოვეს.

მსოფლიოს რაგბის გვერდი მსოფლიოს თასის დაწყებამდე საინტერესო მომენტებს იხსენებს. ერთ-ერთი ასეთი მომენტი აქვსენტი გიორგაძის ბრწყინვალე თამაშია ინგლისთან. ქართველმა მორაგბემ შესანიშნავად ითამაშა და ინგლისელი მორაგბის შეჩერება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები