Thumbnail

ლა ლიგა ორშაბათობით აღარ იქნება - ესპანეთში ოქროს შუალედი იპოვეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები პარასკევობით და უქმეებზე ჩატარდება
  • ლა ლიგას, კლუბებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის დავა ამოიწურა
  • ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონი სტარტს 16 აგვისტოს აიღებს 

ესპანეთში უარი თქვეს ჩემპიონატის თამაშების ორშაბათობით გამართვის იდეაზე. გადაწყვეტილება მატჩების განრიგთან დაკავშირებით ესპანურმა არბიტრაჟმა მიიღო. სამაგიეროდ, ზოგიერთი შეხვედრა პარასკევობით კვლავაც ჩატარდება.

მანამდე ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი კლუბებს სერიოზული ფინანსური სანქციებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი გუნდები გარკვეულ დღეებში თამაშზე უარს იტყოდნენ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კლუბების მხარეს დადგა, არბიტრაჟი კი იძულებული გახდა დავაში "ოქროს შუალედი" გამოეძებნა.

ამრიგად, 2019/20 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის გახსნის მატჩი 16 აგვისტოს, პარასკევს გაიმართება. ლა ლიგის სასტარტო შეხვედრაში ბილბაოს ატლეტიკი და მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები