Thumbnail
  • 📅 11 აგვისტო |⌚ 19:45 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V ჩელსი
  • ორივე კლუბი სეზონს საკადრო პრობლემებით ხვდება...

დღეს პრემიერლიგა ლივეპრულის და ნორვიჩის მატჩით იწყება, ხოლო 11 აგვისტოს პრემიერლიგის პირველი ტური ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედის და ჩელსის შეხვედრით დასრულდება, რომელიც ბევრი მიზეზის გამო დიდ ინტერესს იწვევს.

ორივე კლუბი სეზონს საკადრო პრობლემებით ხვდება, იუნაიტედს რაშფორდის გარდა გუნდში ფორვარდი არ ჰყავს, ხოლო ჩელსის დაცვის ხაზის დაკომპლექტება - კრისტენსენი, რუდიგერი, ზუმას ტრიოდან უწევს.

"რაშფორდი, მარსიალი და დენიელ ჯეიმსი მგონია, რომ საკმარისად გაიტანენ, ასევე ჯესი ლინგარდი, რომელიც ფორმაში შედის." - გამოეხმაურა სულშერი პრესკონფერენციაზე ლუკაკუს წასვლით თავდასხმაში არსებულ პრობლემებს.

პარალელურად კი ცენტრალური მცველის პრობლემით შეწუხებულმა ლამპარდმა გუნდიდან დავიდ ლუისი გაუშვა "დავიდს კარგად ვიცნობ, ბევრი ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კლუბისთვისაც და მისთვისაც ასე აჯობებდა."

თუმცა სადაც არცერთ კლუბს არ უჭირს ეს მეკარის პოზიციაა, სადაც კვირას ესპანური დუელი შედგება - გასულ სანაკრებო მატჩებში კეპა არისაბალაგამ დავიდ დე ხეა ნაკრების ძირითადიდან ამოაგდო, რაც დე ხეას კვირას დამატებით მოტივაციას მისცემს.

ოლდ ტრაფორდის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი მომდევნო ტურის მატჩს მოლინიუზე ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო ჩელსი სტამბულში გაემართება სადაც უეფას სუპერთასისთვის მატჩს ლივერპულის წინააღმდეგ გამართავს.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუნაიტედს შარშან ტრაფორდზე მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა კარი მშრალად შენახული, რაც 1962/63 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

⚽ ჩელსის ბოლო 5 წლის მანძილზე ჩატარებულ, სეზონის პირველ მატჩში გატანილი ბურთების რაოდენობამ 2.5-ს გადააჭარბა.

⚽ იუნაიტედმა ჩელსის წინააღმდეგ ბოლო 5 მატჩიდან, მხოლოდ ერთში ვერ შეძლო გოლის გატანა.

⚽ ჩელსის სეზონის პირველი მატჩი, თან გასვლითი 1998/99 წლების სეზონის შემდეგ არ წაუგია - 6 მოგება, 1 ფრე.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში, საშუალოდ 4.6 ბარათი დაფიქსირდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები