Thumbnail
  • Diario de Cádiz-ის ინფორმაცია მომავალ ტრანსფერზე
  • კლუბის პრეზიდენტის კომენტარი შენგელიას ტრანსფერზე

Diario de Cádiz-ის ინფორმაციით, დინამო თბილისის დიდი ანგარიშით მარცხი როტერდამში ფეიენოორდთან, ლევან შენგელიას ტრანსფერს კადისში დააჩქარებს. შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის პირველ მატჩში ფეიენოორდთან 0:4 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა რჩება. 

უკვე ცნობილია, რომ ლა ლიგა 2-ის კადისს 26 წლის შენგელიას დამატება სურს, თუმცა ფეხბურთელს დინამოსთან კონტრაქტი აგვისტოს ბოლომდე აქვს.

შენგელია დინამოს თავკაცმა შესვენებაზე შეცვალა, როცა დინამო მხოლოდ 0:1-ს აგებდა. "დინამო ფაქტობრივად გამოვარდნილია ტურნირიდან . ასე რომ შესაძლოა, კლუბი მალევე შეეგუოს შენგელიას წასვლას, თუმცა თბილისელები ჩემპიონობისთვისაც იბრძვიან ეროვნულ ლიგაში", - წერს გაზეთი, თუმცა იქვე აყოლებს, რომ თუ დინამო მას არ გაუშვებს, აგვისტოს ბოლოს შემდეგ შენგელია თავისუფალი აგენტი გახდება და ვეღარ დააყოვნებენ.

Radio Cádiz-თან სტუმრად გადაცემაში კადისის პრეზიდენტი მანუელ ვისკაინო იმყოფებოდა, რომელიც შენგელიას ტრანსფერის თემასაც შეეხო:

"საქართველოში საქმეები ცოტა სხვანაირად გვარდება. ჩვენ კი ველოდებით, როგორ განვითარდება ფეხბურთელისა და კლუბის ურთიერთობა. ჩვენი მიზანი მისი დამატებაა".

კომენტარები

ბოლო ამბები