Thumbnail

კიდევ ერთი გერმანელი რუსეთში - დორტმუნდის ფორვარდი მოსკოვის დინამოში გადავიდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანდრე შიურლეს შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი გერმანელი გადავიდა
  • მაქსიმილიან ფილიპი მოსკოვის დინამოს ფეხბურთელი გახდა

როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის ბორუსიას ცენტრფორვარდი მაქსიმილიან ფილიპი კარიერას რუსეთში გააგრძელებს. გერმანულმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 25 წლის თავდამსხმელი მოსკოვის დინამოს ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუსულ კლუბში თამაშობს კიდევ ერთი გერმანელი, კონსტანტინ რაუშიც.

“მაქსიმილიანს მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და ახალ კლუბში წარმატებებს ვუსურვებთ!” - ნათქვამია ბორუსიას სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის განცხადებაში. ფილიპმა მოსკოვის დინამოსთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ჩემს ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. დინამოში მუდმივად ვითამაშებ,” - განაცხადა გერმანელმა ფორვარდმა.

მაქსიმილიან ფილიპი დორტმუნდს აღარ სჭირდებოდა

მაქსიმილიან ფილიპი ბორუსიას მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის გეგმებში აღარ ჯდებოდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის დინამომ დორტმუნდს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა. სწორედ ამდენი დაუჯდა ბორუსიას მისი ტრანსფერი 2017 წელს, ფრაიბურგიდან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დორტმუნდის წინახაზელი ანდრე შიურლეც რუსეთში წავიდა - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები