Thumbnail
  • ესპანიოლი 1:1 ბარსელონა.
  • 1:0 მორენო (66), 1:1 პიკე (82).
  • კოუტინიოს პირველი 90' წუთი.

ბარსელონა 22-ე ტურის მატჩში კორნელა-ელ პრატზე, კატალონიურ დერბიში ესპანიოლს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით წარიმართა, დერბიში ანგარიში 66' წუთზე ჟერარდ მორენომ გახსნა, ხოლო მისმა მოსახელემ ჟერარდ პიკემ 82' წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა. პიკეს ლა ლიგაში ბოლო გოლი 2017 წელს, სწორედ ესპანიოლს წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი.

ასე აღნიშნა პიკემ დერბიში გატანილი ზედიზედ მეორე გოლი

ახალი გუნდის ფორმით თავისი მეოთხე მატჩი ჩაატარა ფილიპე კოუტინიომ, აქედან პირველად მოხდა, როდესაც ბრაზილიელმა მინდორზე 90' წუთი დაჰყო.

"არაფერი დაგვიკლია, მატჩში დიდი შრომა ჩავდეთ და კმაყოფილები მივდივართ."

ლივერპულის ყოფილი წევრი ესპანიოლში 2012 წელს, მილანის ინტერიდან განათხოვრების წესით გადავიდა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდში კოუტინიომ 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო.

ბარსა ლა ლიგაში წაუგებლად მიდის, 22 ტურში 18-ჯერ მოიგეს და 4 მატჩი ფრედ ითამაშეს. მატჩის შემდეგ კომენტარი ბარსელონას კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ გააკეთა "არაფერი დაგვიკლია, მატჩში დიდი შრომა ჩავდეთ და კმაყოფილები მივდივართ. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა" განაცხადა ბარსას ვეტერანმა.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, კორნელა-ელ პრატზე ძალიან წვიმდა...

კომენტარები

ბოლო ამბები