Thumbnail

როგორც 22 წლის წინ - რობერტო კარლოსმა თავისი სუპერგოლი გაიმეორა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 46 წლის ბრაზილიელი საჯარიმო დარტყმით ფიზიკის კანონებს დღესაც არღვევს
  • მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა გაშეშებული ამჯერად ვიტორ ბაია დატოვა

მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა გაიმეორა სუპერგოლი, რომელიც 1997 წელს, საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

46 წლის კარლოსმა არაჩვეულებრივი დარტყმის ტექნიკის დემონსტრირება 22-წლიანი პაუზის შემდეგაც გადაწყვიტა. ამჯერად კარში პორტუგალიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი ვიტორ ბაია ჩადგა, რომელმაც ბრაზილიელის დარტყმის შემდეგ რეაგირებაც ვერ მოასწრო - ბურთი უცნაური ტრაექტორიით წავიდა და ძელიდან კარში შევარდა. ვიდეო ფეხბურთელის ინსტაგრამზეა გამოქვეყნებული.

კარლოსი V რეია - 2019

რაც შეეხება 1997 წელს, საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრაში (1:1), საჯარიმოდან რობერტო კარლოსის მიერ გატანილ გოლს, მაშინ კარში ფაბიან ბარტეზი იდგა - უძრავად.

კარლოსი V ბარტეზი - 1997

მოგვიანებით, ბურთის ფრენის ტრაექტორიის გამოკვლევით მეცნიერებიც კი დაკავდნენ, გულშემატკივრები და ჟურნალისტები კი ხუმრობდნენ, რომ ამ გოლმა "ფიზიკის კანონები დაარღვია".

რობერტო კარლოსი მადრიდის რეალის ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა და მასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი 4 ჯერ გახდა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - 3-ჯერ. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მცველმა 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 1988 წელს კი - ვიცე-ჩემპიონობა.

კომენტარები

ბოლო ამბები