Thumbnail

3 მილიონი დოლარი კლინიკას - მოჰამედ სალაჰის კიდევ ერთი ქველმოქმედება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მოჰამედ სალაჰი კაიროში მომხდარი ტერაქტით შეძრწუნებულია
  • ლივერპულის ვარსკვლავმა კლინიკას დიდი თანხა გადაურიცხა

მოჰამედ სალაჰი არა მარტო შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ ძალიან კარგი ადამიანიცაა, რაც მას თავის ქველმოქმედებით არაერთხელ დაუმტკიცებია. ლივერპულის სუპერვარსკვლავი ახლა კიდევ ერთი ღირსეული საქციელით გამოირჩა.

გასულ უიქენდზე კაიროში, სიმსივნური დაავადებების კვლევის ინსტიტუტთან (NCI) ახლოს ტერორისტული აქტი მოხდა. აფეთქებას მინიმუმ 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არის ბევრი დაშავებულიც. ეგვიპტური ‘ინდეპენდეტის’ ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ სალაჰმა ინსტიტუტსა და კლინიკას 3 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ეს ინფორმაცია Cairo University-ს პრეზიდენტმა ტელეკომპანია DMC Evening-თან ინტერვიუში დაადასტურა.

საერთო ჯამში, კაირომ დაახლოებით 130 მილიონი დოლარი მიიღო. ქველმოქმედთა შორისაა აბუ დაბის კრონპრინცი შეიხ მოჰამედ ზაიედ ალ-ნაიანიც. მო სალაჰმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ‘ტვიტერზე’ გამოქვეყნებულ პოსტში გამოუცხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები