Thumbnail
  • აუდიმ ვაკო ყაზაიშვილი თვის ნოვატორად აღიარა
  • ქართველ ნახევარმცველს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თვე ჰქონდა

ივლისი ვაკო ყაზაიშვილისთვის ძალიან წარმატებული თვე იყო. საქართველოს ნაკრების შემტევმა სან ხოსეს ბოლო 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა, სამჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, თვით ლეგენდარულ ჯორჯ ბესტსაც კი შეადარეს და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ არაერთხელ შეაქო.

📋 მეტი ამ თემაზე: 

მოკლედ, 26 წლის ქართველი ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაშია და აი, კიდევ ერთი აღიარებაც: ვაკო სან ხოსეს თვის ნოვატორად დაასახელეს! ეს არის სტატუსი, რომელსაც ფეხბურთელებს სპონსორი კომპანია აუდი ანიჭებს ხოლმე.

ყაზაიშვილის და გურამ კაშიას სან ხოსე MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში 38 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ლოს ანჯელესსა და მინესოტას ჩამორჩება. ქართველების გუნდი ერთი ქულით უსწრებს ლოს ანჯელეს გელექსის, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობს. საერთო ჯამში, ვაკოს ანგარიშზე ამ სეზონში 7 გოლი და 3 საგოლე პასია. საუკეთესო ბომბარდირ კარლოს ველას (ლოს ანჯელესი) 22 გოლი აქვს გატანილი, იბრაჰიმოვიჩს კი - 16.

 

კომენტარები

ბოლო ამბები